სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ბელგიის სამეფოში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა.
მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
კახა კახიშვილის განცხადებით, ტერორიზმი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებსა და ოჯახებს, ბელგიელ ხალხსა და მთავრობას. ეს არის გამოწვევა ყველა სახელმწიფოსთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს. ასევე, საჭიროა ძალების მიმართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანური მსხვერპლი და ტერორიზმის დამანგრეველი შედეგები", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ბრიუსელში ტერაქტების სერია 22 მარტს განხორციელდა და მას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა.