Reuters- ის ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქალაქ სეუტაში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ორი ეჭვმიტანილი დააკავა. სამართალდამცველებმა სამალავიც აღმოაჩინეს. ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები ესპანეთის და ევროპის ქვეყნებში თავდასხმებს გეგმავდნენ.
პოლიცია ისლამისტების დასაკავებლად რეიდებს ყოველდღიურად აწარმოებს.