logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: მიხეილ სააკაშვილს მიეცა თეორიული შანსი, რომ...
- +

13 იანვარი. 2017. 22:08


 


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობიდან" ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის გამოყოფის შესახებ წერს:


„ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე ერთიანად მოიშორა ერთმანეთზე არასასურველი სახეები, რომ თან მთელი მორალური უპირატესობა სააკაშვილს დაუტოვა, თუ რამ შეიძლება ჰქონოდა. თავის მხრივ, სააკაშვილს მიეცა თეორიული შანსი რეალურად განახლდეს პარტია, ისე, რომ სავაჭრო ნიშანი, კვალიფიციური პარტიის სტატუსი და კვოტები დარჩა, ხოლო სიახლის პერსპექტივა გაეზარდა, თან ისე, რომ თითქმის ნახევარ მილიონიანი ელექტორატი შეინარჩუნა.

 

რაც შეეხება უგულავას, მას აქვს თეორიული შანსი „ნაციონალების" ელექტორატის დატაცების, მაგრამ არა იმ გუნდით რომელშიც აღმოჩნდა", - წერს გამზარდია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner