logo_geo
eng_logo
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ მემორანდუმი გააფორმა
- +

13 იანვარი. 2017. 22:12


 

 

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლესა და მედიაჰოლდინგ „კვირას" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და მედიაჰოლდინგ „კვირას" კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა.


მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.


მემორანდუმის თანახმად, მხარეები საგანმანათლებლო სფეროში ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით ითანამშრომლებენ. „კვირა" სისტემატურად გააშუქებს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სხვა აქტივობებს; სასახლის აღსაზრდელებს სიახლეების გასავრცელებლად დაუთმობს პრესკლუბს; ჩაერთვებიან სხვადასხვა საზოგადოებრივ, სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებში, განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.


​როგორც „სითი კვირას" სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ განუმარტა, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას სისტემატურად და ოპერატიულად მიაწოდოს მედიაჰოლდინგ „კვირას" ინფორმაცია სასახლის სიახლეების შესახებ.


„მოხარულები ვართ, რომ მედიაჰოლდინგ „კვირასთან" დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი, რაც გვაძლევს ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის საფუძველს და შესაძლებლობას სასახლის შემოქმედება და საქმიანობა გავაცნოთ საზოგადოებას. ყველა იყოს ჩართული იმ პროცესებში, რაც დღეს მიმდინარეობს სასახლეში. სასახლისთვის 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა თიკა რუხაძემ.


მედიაჰოლდინგ „კვირას" კომერციულ დირექტორ ანა ჩანგიანს მიაჩნია, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობით, უამრავი ინოვაციური და საინტერესო ღონისძიება განხორციელდება, რაშიც „კვირა" აქტიურად ჩაერთვება და დეტალურად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას სასახლის ცხოვრების შესახებ.


 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner