თეთრი სახლის წარმომადგენელის ჯოშ ერნესტის განცხადებით, 18 იანვარს ბარაქ ობამა აშშ-ს პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში გაიმართება.
ბარაქ ობამას პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ აირჩიეს. ამერიკას 8 წლის განმავლობაში მართავდა. 20 იანვარს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.