logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იგეგმება პარლამენტარების დაშანტაჟება!
- +

25 მარტი. 2016. 14:22


ჯაჯანიძის დაპროფილის" გუშინდელი მძიმე საღამოს შემდეგ, ალბათ ხვდებით, თუ რა მდაბიო პიარი აქვთ მოფიქრებული ქართველთმოძულეებს - ვითომ არაფერს წარმოადგენს, ქარის წისქვილებთან ბრძოლ .. ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი აქტის მიღება", - განუცხადა მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორს.



თუმცა, ქართველთმოძულეთა გააფთრება აშკარაა, ეს ეგზალტაცია კიდევ უფრო მოიმატებს, განსაკუთრებით პარლამენტში, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად. გაფრთხილებთ, რომ იგეგმება იმ პარლამენტარების დაშანტაჟება, რომლებიც მხარს უჭერენ აღნიშნულ შესწორებას.

 

მეორე მხრივ - ამ დადგმულ შოუებში .. ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგებად შეგნებულად იწვევენ პატრიოტ, მაგრამ ამ საკითხში ძირეულად გაურკვეველ ადამიანებს, ხოლო ისინი, ვინც კონსტიტუციური შესწორების პროექტი მოამზადა, ზედმიწევნით იციან საქმის არსი, იგნორირებულნი არიან, მიზანი მარტივია - შესწორების მომხრეები წარმოჩინდნენ არაკომპეტენტურებად, ხოლო ისინი, ვინც მხარს უჭერენ .. ერთსქესიანთა ქორწინებას - ინტელექტუალურ ელიტად.

 

განვმეორდები და ვიტყვი, რომ კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად ქართველთმოძულეთა წნეხი გაიზრდება და ისინი ყველა მეთოდს გამოიყენებენ, რათა ეს საკონსტიტუციო შესწორება ჩავარდეს.

 

სატელევიზიო შოუების წამყვანებსა და პროდიუსერებს კი ერთ რამეს ვურჩევდი, გეყოთ, გეყოთ ქართველი ერის ნების უგულებელყოფა, მორჩით ამ მაიმუნობას და ნუ მიეყიდებით ქართველთმოძულეებს. როდესაც საკითხზე გადაცემას ამზადებთ, მინიმუმ ამ თემის ერთ-ერთი რომელიმე ავტორი უნდა მიიწვიოთ, რათა მან განმარტოს შესწორების ჭეშმარიტი არსი და ეს არის ჟურნალისტიკის აქსიომა.

 

იმის გამო, რომ ბლოკირებულნი ვართ ქართველთმოძულეებთან კოჰაბიტირებულ გადაცემებში, შევეცდებით, აქედან აგიხსნათ მარტივად, თუ რატომაა აუცილებელი კონსტიტუციაში ეს შესწორება: სამოქალაქო კოდექსის მუხლი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რადგან სამოქალაქო კოდექსში გაწერილია, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, ხოლო კონსტიტუციაში აღნიშნულია ტერმინი მეუღლეები და არა დეფინიცია, თუ რა იგულისხმება მეუღლეებში - ქალი და კაცი, კაცი და კაცი, ქალი და ქალი თუ სხვა რამ, ამიტომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს  შეუძლია იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ადვილად დაამტკიცოს, რომ კანონი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და როგორც რანგით დაბალი აქტი, გააუქმებინოს სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი, რაც იურიდიულად აბსოლტურად მართებული იქნება.

 

აი, ეს გახლავთ ის ძირითადი ასპექტი, რომელიც აუცილებელს ხდის საკონსტიტუციო შესწორებას, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა, რათა სამოქალაქო კოდექსი და კონსტიტუცია მოვიდეს თანხვედრაში. ის ქართველთმოძულეები, რომლებიც  ამ ჩანაწერს ეწინააღმდეგებიან, მშვენივრად აცნობიერებენ, რომ თუ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში არ აისახა, მაშინ .. ერთსქესიანთა ქორწინება ძალზედ ადვილი დასაკანონებელი იქნება. ქართველთმოძულეთა ამ მზაკვრობის დამტკიცება ძალზედ მარტივია და სწორედ ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდება საკონსტიტუციო შესწორების ინციატორთა ბლოკირება", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner