logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმებას არ აპირებს
- +

14 იანვარი. 2017. 11:15



აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმებას არ აპირებს. თუმცა, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ეს მომავალში მოხდება. ამის შესახებ მან ამერიკულ გამოცემასთან Wall Street Journal ინტერვიუში განაცხადა.


ტრამპმა განაცხადა, რომ შემზღუდველი ზომები შენარჩუნდება „როგორც მინიმუმ გარკვეული პერიოდის განმავლობაში".

 

„თუ თქვენ ურთიერთობა დაალაგეთ რუსეთთან და რუსეთი ჩვენ გვეხმარება, მაშინ რატომ უნდა შეინარჩუნოს ვინმემ სანქციები, თუ ვინმე ერთად კარგ საქმეებს აკეთებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner