logo_geo
eng_logo
არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება
- +

14 იანვარი. 2017. 12:11



15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.


საღამო სასტუმროში „ბილტმორ თბილისი" 19:30 საათზე დაიწყება.


არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.


ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და სხვა ოფიციალური პირები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner