logo_geo
eng_logo
„400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია“
- +

14 იანვარი. 2017. 12:20



„საქართველოში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია", - ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, მაია მელიქიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, სადაც ის ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა.


პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი პროგნოზირებს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, რომელიც ძალაში უკვე 16 იანვრიდან შევა, ონლაინ-სესხების რამდენიმე ორგანიზაციას ბაზრიდან გასვლა მოუწევს.


„ვიღაცისთვის გამოსავალი შესაძლოა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთება. რამდენიმემ სწორედ ეს გზა აირჩია. ამასთან ერთად მათ დაუწესდათ საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რაც გარკვეული საფინანსო პროდუქტების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს. ონლაინ-სესხების რაოდენობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე მაღალია. ამ რეგულაციების მიღებით კი ეს მოთხოვნა საბანკო სექტორში და ე.წ მევახშეებში გადაინაცვლებს. სწორედ აქ დავინახეთ რისკები.

 

ქვეყანაში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია. აქვე გასათვალისწინებელია სრულწლოვანთა რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს რაოდენოებრივად და თანხობრივადაც საკამოდ დიდი თანხა აქვს აღებული ონლაინ-სესხის სახით. გამოდის, რომ ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ ფულზე არის და იქნება. კითხვა გვაქვს ასეთი - ამ რეგულაციების პირობებში არსებული მოთხოვნა როგორ დაკმაყოფილდება? გადაინაცვლებს თუ არა ეს მოთხოვნა საბანკო, ანუ რეგულირებად სექტორში თუ ჩრდილოვან სექტორში გადაინაცველებს, მევახშეებს ვგულისხმობ, რომელთა რეგულირების ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა მელიქიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner