აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წელს დაწესებული სანქციები, ერთი წლით გაახანგრძლივა.
თავის მხრივ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის უახლოეს პერიოდში სანქციების გაუქმებას არ აპირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი მოხსნა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის აქტიურობაზე.
2016 წლის დეკემბერში აშშ-იმ რუსეთის 35 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. აშშ რუსეთს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰაკერულ თავდასხმებში ადანაშაულებს.
2014 წლის მარტში ყირიმის ნახევაკუნძულზე ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა.