logo_geo
eng_logo
კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

14 იანვარი. 2017. 14:42



ორშაბათს, 16 იანვარს, დღის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ქვესადგურ ,,გარდაბანი 500-დან" გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზზე, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავის წყალი" ავრცელებს.

 

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობებს, რის გამოც  წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას  და  გარდაბანს.

 

წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და  19:00 საათიდან სრულად აღდგება.

 

კომპანია რუსთავის წყალი"  ბოდიშს  უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის  და  შეეცდება  ტექნიკური  სამუშაოები, რაც  შეიძლება  მოკლე  დროში  დაასრულოს", - ნათქვამია განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner