უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლოში მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფაა.
როგორც ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, მართლმსაჯულების სისტემაში ასევე გამოწვევად რჩება მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა, რომლებიც საქმეთა გაჭიანურების გარეშე დროულ განხილვას უზრუნველყოფენ.
„რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომლებიც მუდმივად და ბუნებრივად ახლავს სამართალწარმოების პროცესებს, ეს იქნება, მაგრამ მათი ეფექტურად დაძლევის გზებზე მუშაობა 2017 წელსაც გაგრძელდება", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.