„რეზონანსმა" კითხვით, „რამდენად დააზარალებს „ნაცმოძრაობას" ბოკერია-უგულავას ფრთის გამოყოფა", პოეტ თემურ ნანეიშვილს მიმართა.
„მგონი, დაზარალებული უკვე არის ზოგადად „ნაციონალური მოძრაობა" თავიის იდეოლოგიით და წარსულით. ასე რომ, დიდი არაფერი იქნება. გაიყოფა და შედარებით ინტელექტუალური ნაწილი წავა, დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიპლომატია აკლიათ, რითაც კიდევ უფრო დასუსტდება პარტია", - განაცხადა ნანეიშვილმა.