„რამდენად დააზარალებს „ნაციონალურ მოძრაობას" ბოკერია-უგულავას ფრთის გამოყოფა?" - ამ კითხვით „რეზონანსმა" უფლებადამცველ, ნანა კაკაბაძეს მიმართა. კაკაბაძის თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო ორივე მხარე სერიოზულად დაზარალდება.
„ჩემი აზრით, სერიოზულად დაზარალდება ორივე მხარე. უგულავა-ბოკერიას ჯგუფმა უკვე იზარალა, რადგან ისინი ამ გამოყოფით ხელისუფლების მანიპულირებასთან გაიგივდნენ და ვფიქრობ, არანაკლებ იზარალებს მეორე მხარეც", - განაცხადა კაკაბაძემ.