logo_geo
eng_logo
„თეირან თაიმსი“: ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს
- +

18 თებერვალი. 2016. 14:21



ირანული გამოცემა „თეირან თაიმსი" აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით - „ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს". განცხადება ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ჰამიდ ჩიჩიანმა ქართველ კოლეგა კახი კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა:


„შეთანხმებას მივაღწიეთ სამ ძირითად სფეროში: პირველი - ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. ირანულ კომპანიებს კაშხალებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში საკმარისი გამოცდილება აქვთ, საქართველოს კი, ელექტროენერგიის სფეროში დიდი პოტენციალი გააჩნია. მეორე - ირანი ითანამშრომლებს საქართველოსთან მისი ელექტროქსელების განვითარებისა და განახლების კუთხით და მესამე - განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხი", - განაცხადა ირანის ენერგეტიკის მინისტრმა.


ჩიჩიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შესაძლებელია აზერბაიჯანის გავლით.


პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, რომ ირანულ კომპანიებს გააჩნიათ საკმარისი ტექნოლოგია და შესაძლებლობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებლად.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner