logo_geo
eng_logo
„მინდა, ყველა იცნობდეს აკა სინჯიკაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ღამე სახლიდან გამოდის და…“
- +

25 მარტი. 2016. 12:00


სოციალურ ქსელში ვრცელდება მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის საინტერესო ინიციატივის თაობაზე ინფორმაცია. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, აკა სანჯიკაშვილი საღამოობით საკუთარი მანქანით ტაქსისტად მუშაობს, ხოლო შემოსული ფულით იმ ხალხისთვის ყიდულობს საჭმელს, ვინც ღამე მუშაობს.


მინდა, ყველა იცნობდეს აკა სინჯიკაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ღამე სახლიდან გამოდის, მანქანას ტაქსის ტრაფარეტს ადგამს და იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ მშიერი ხალხი გამოკვებოს. აკა ტაქსაობიდან შემოსული ფულით ყიდულობს პროდუქს, აკეთებს ჰამბურგერებს და აჭმევს მათ, ვინც ჩვენზე ზრუნავს მაშინ, როცა ჩვენ მშვიდად გვძინავს.

 

პირველ დღეს მან შეგროვილი 64 ლარით 36 ჰამბურგერი იყიდა და დინამოს" ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მარჯვებისთვის ემზადებოდა, 36 ადამიანს შიმშილი შეუმსუბუქა.

 

იგი გვიყვება, თუ რაოდენ ცუდად ექცევა ზოგი მგზავრი ტაქსისტს. ასევე ამბობს,რომ მის გამოწვევას უკვე ბევრი აჰყვა.

 

მეორე დღეს მან 104 ლარი შეაგროვა და გამთენიისას საუზმის დარიგებას შეუდგა...

 

გამთენიისას საუზმის დარიგება შარიანი" საქმე გამოდგა, ჩემს საქციელზე ექვსჯერ გამაჩერა პატრულმა, ორჯერ - კრიმინალურმა პოლიციამ. ჯიგარი გამოდგა ერთ-ერთი პატრული- ირაკლი, რომელმაც რაციაში დაიძახა ჩემი ნომერი და შემეშვნენ.

 

სულ საუზმე გადაეცა 38 ადამიანს, აქედან 5 პატრულს, ორ სტაიანშჩიკს", ერთ უსახლკაროს, დანარჩენი სულ მეეზოვეებს და ერთი ცალი მე შევჭამე. რუსთაველზე, თავისუფლებაზე, მარჯანიშვილზე და ვორონცოვზე არცერთი მეეზოვე არ დარჩენილა უსაუზმოდ", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner