logo_geo
eng_logo
აზერ სულეიმანოვი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება
- +

14 იანვარი. 2017. 18:02



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი აზერ სულეიმანოვი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება. ამის შესახებ სულეიმანოვი სოციალურ ქსელში წერს და აქვე აღნიშნავს, რომ ის იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

 

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ვიყავი და ვარ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ვაგრძელებ პარლამენტში საქმიანობას ამ ფრაქციის რიგებში უკეთესი საქართველოსათვის", - წერს აზერ სულეიმანოვი.


აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობიდან „ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა „ნაციონალური მოძრაობის" სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად პარტია დატოვა. ამ დრომდე უცნობი იყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიცია, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.


აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე პარტია „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner