logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: რძის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა
- +

25 მარტი. 2016. 14:29


სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა.



მოგეხსენებათ, ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ კოოპერირების ხელშეწყობის და სტიმულირების კუთხით.

რძის წარმოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა ნედლ რძეზე მას შემდეგ, რაც ჩვენ პრაქტიკაში დავნერგეთ რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი. სულ იდენტიფიცირებულია 416 კოოპერატივი, რომელიც საერთო ჯამში მესაქონლეობით არის დაკავებული და საერთო ჯამში 13 ათასზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს", -განაცხადა ოთარ დანელიამ.



მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სპეციალური ხელსაწყოები.



მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner