logo_geo
eng_logo
ლიტვა რუსეთის საზღვარზე კედელს ააშენებს
- +

14 იანვარი. 2017. 19:33



ლიტვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ლიტვა-რუსეთის საზღვარზე, კალინინგრადის ოლქთან კედლის აშენებას ითვალისწინებს.


როგორც ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ოფიციალური ვილნიუსი, ლიტვა-რუსეთის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 2017 წელს 6 მილიონ ევროს გამოყოფს.


მისივე თქმით, საზღვრის უსაფრთხოებისთვის კედელი თანამედროვე სათვალთვალო ტექნიკითაც აღიჭურვება.


აღნიშნული კედლის აშენების მთავარ მიზეზად კონტრაბანდის შემცირება სახელდება, თუმცა, 2016 წელს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს „სუპერპრობლემა" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, NATO-ს ძალა შეამოწმოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner