logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვიწყებთ პერიოდს და მშენებლობას, რომელიც არ ახსოვს საქართველოს
- +

14 იანვარი. 2017. 19:40



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, აეროპორტის ტერმინალის გახსნისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება იწყებს ისეთი მშენებლობების პერიოდს, რომელიც საქართველოს არ ახსოვს.


აქვე, პრემიერმა აეროპორტში შეკრებილ მოსახლეობას 2017 წელი და აეროპორტის გახსნა მიულოცა.


„მეგობრებო, მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიწყებთ პერიოდს და მშენებლობას, რომელიც არ ახსოვს საქართველოს. მასშტაბებს, რომელიც არ ახსოვს საქართველოს. ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის, ახალი დინამიკის, განვითარების სრულიად ახალი ფაზა. როგორც ვამბობდი და დავადასტურეთ, ოთხ თვეში სასწაული შევძელით, ასეთი სასწაული მოხდება მთელ საქართველოში და ეს სასწაული გავრცელდება თითოეულ ოჯახში. ეს იქნება თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა. გილოცავთ 2017 წელს. გილოცავთ ამბროლაურის აეროპორტის გახსნას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner