logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ამბროლაურის აეროპორტი არის რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი
- +

14 იანვარი. 2017. 20:07



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, აეროპორტის ტერმინალი გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან აეროპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ გეგმისა, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება მომავალში გეგმავს.

 

„გილოცავთ ამ უდიდეს სიხარულს, მე ვხედავ გაღიმებულ, გაბრწყინებულ რაჭველებს, მათ ბედნიერ სახეებს და ეს არის უდიდესი სიხარული ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ჩვენ რაჭაში გავხსენით საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტი. ეს აეროპორტი არ არის მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი უდიდესი გეგმებისა, რომელსაც ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, რაჭაში. ეს არის ჯერ მხოლოდ დასაწყისი. ეს არის ის მოდელი, როგორიც იქნება ჩვენი საქართველო რამდენიმე წლის შემდეგ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამბროლაურის აეროპორტი რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარია ტურისტებისთვის.

 

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურა. ეს არის ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი სხვა მიმართულებები, რაც გახლავთ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა და ჩვენ ვხედავთ, რომ რაჭაში მევენახეობა და მეღვინეობა არის ძალიან დიდი აღმავლობის გზაზე. ეს არის ადგილობრივი ოჯახური და უფრო მოზრდილი სასტუმროების მხარდაჭერა, ეს არის მიკროგრანტების მხარდაჭერა, რომელიც ეხმარება მიკრომეწარმეებს, ოჯახებს, ოჯახური მეურნეობების მართვაში და, რა თქმა უნდა, ეს არის უამრავი ჩამომსვლელი ტურისტი, რომელიც არის დამატებითი შემოსავალი ამ რეგიონის მოსახლეობისთვის. ეს აეროპორტი არის რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი, რომლითაც უამრავი ტურისტი ჩამოვა აქ. ეს იქნება კეთილდღეობა მიტანილი თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანის ბიუჯეტში, რომელიც აქ ცხოვრობს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner