logo_geo
eng_logo
თურქეთმა ერაყის და სირიის საზღვარზე 330 კილომეტრიანი ბეტონის კედელი ააშენა
- +

14 იანვარი. 2017. 20:30



თურქეთმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ერაყის და სირიის საზღვარზე 330 კილომეტრიანი ბეტონის კედელი ააშენა, სამხრეთ საზღვრების 191 კილომეტრის სიგრძეზე კი მავთულხლართები გააბა.


გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული ზომებიდან გამომდინარე, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის 57 186 მცდელობა აღიკვეთა, აქედან დარღვევათა 89,5% თურქეთ-სირიის საზღვარზე დაფიქსირდა. დაკავებულია მსოფლიო 74 ქვეყნის 424 641 მოქალაქე, მათ შორის 390 336 სირიელი.


თურქეთი კედლის მშენებლობას სომხეთის საზღვრის გასწვრივაც გეგმავს და ამას ტერორიზმის, კონტრაბანდისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ ბრძოლით ხსნის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner