logo_geo
eng_logo
მაკა ჩიჩუას ძმა ბრალდებას უარყოფს
- +

14 იანვარი. 2017. 21:31



საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. მას ბრალად იარაღისა უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.


როგორც მგალობლიშვილის ადვოკატი ზაზა მიქატაძე აცხადებს, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

„რა თქმა უნდა, უარყოფს ბრალდებას. იარაღები ეს არ იყო, ეს იყო ესკიზები, უვარგისი რაღაცა რკინის ნაწილები. მისი გადმოცემით ეს არის სროლისთვის უვარგისი, ვიზუალურადაც რომ დაათვალიეროთ, მიხვდებით. 2 იარაღზეა საუბარი", -  განაცხადა ზაზა მიქატაძემ.


მისივე თქმით დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს და დამატებითი დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 


მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner