ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში ფოტოსა და სტატუსს აქვეყნებს:
„ეს ფოტო გუშინ გამომიგზავნა ცირა ელისაშვილმა, მან გადამიღო. მერაბ კოსტავას დედის, ოლღა დემურიას დაკრძალვაა, წინ გამოვრბივარ საავტომობილო მოძრაობის გადასაკეტად, (თან პარალელურად სურათებსაც ვიღებდი), სამგლოვიარო პროცესია, რომელიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გაგრძელდა, ერთგვარი პროტესტიც იყო მაშინდელი რეჟიმისადმი..." - წერს შონია.