logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი მერაბიშვილზე: საით დარჩა, იქით, აქეთ თუ აღარაფერი აინტერესებს?!
- +

14 იანვარი. 2017. 23:03



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით წერს:


„კარგახანია ვანო მერაბიშვილისგან აღარაფერი ისმის. არადა, ის პარტია „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია. როგორც დავით დარჩიაშვილი ამბობს, გაყოფა-წამოსვლამდე ვანოს შეტყობინებაც მივიღეთ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეთანხმებაო. რაში ეთანხმება, მიშა რომ ჯართია, იზიარებს თუ არა, ეს უკვე გაურკვეველია. დარჩიაშვილი გვპირდება, დანარჩენს დაწვრილებით თავად მერაბიშვილი მოგახსენებთო.

 

ადრე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდეგ ყოფილი პრემიერი წერილებს აგზავნიდა ხოლმე ციხიდან. ახლა არა, საერთოდ დადუმდა. საზოგადოებას კი ძალიან აინტერესებს, საით დარჩა, იქით, აქეთ თუ აღარაფერი აინტერესებს?!

 

ბატონო ვანო, ხმა ამოიღეთ, ეგრე გაჩუმებაც არ შეიძლება, დაგვაწყდა ნერვები!", - წერს გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner