გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, სამართალდამცველები მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებდნენ.
მოლენბიკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გზები ჩაკეტილია. თვითმხილველების თქმით, ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩართულია.
მოლენბიკი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ევროკავშირის შტაბ-ბინიდან, უარყოფითად არის ცნობილი და მას „ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქსაც უწოდებენ. თითქმის ყოველთვის, როცა ევროპაში რაიმე საზარელი დანაშაული ხდება, ეს რაიონი მასთან კავშირშია.