logo_geo
eng_logo
ქვემო ჩხოროწყუში თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
- +

15 იანვარი. 2017. 00:58



ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვემო ჩხოროწყუში თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას


ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია „ჯუმითსის" სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.


კომპანია წლიურად 120 ტონა თხილის გულისა და სულ მცირე, 90 ტონა გამომშრალი დაფნის წარმოებას გეგმავს. საწარმოში 130 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner