დღეიდან ლარიზაციის პროცესი იწყება. მოქალაქეთა ნაწილს საშუალება ექნება დოლარში აღებული იპოთეკური სესხები ლარში გადაიყვანოს.
ცვლილება შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების, მათ შორის ინდმეწარმეების უძრავი ქონების სრულად, ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, რომელიც აღებულია 2015 წლის პირველ იანვრამდე.
გალარდება მხოლოდ ის სესხი, რომელიც არ აღემტება 40 000 დოლარს. 40 000-ზე მეტ სესხის შემთხვევაში, დანრჩენი ნაწილი ან დარჩება დოლარში, ან გალარდება სუბსდირების გარეშე.