logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ღია კარის მტვრევაა
- +

25 მარტი. 2016. 14:44


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს ღია კარის მტვრევად და რესურსების ხარჯვად აფასებს.



მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, არანაირი პრობლემა ჩვენ ამასთან არ გაქვს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ამას ოთხმა რესპუბლიკელმა" მხარი დაუჭირა, დანარჩენებმა - არა. ეს თავისუფალი კენჭისყრა იყო.

მაგრამ თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ საზოგადოების წინაშე ასეთი საუბრებით უნდა წარსდგეს, წარვდგეთ და ვუმტკიცოთ, რომ 2-ჯერ 2 ოთხია, რომ 4-ჯერ 2 არის რვა, ოჯახი არის კაცი და ქალი, ბებია არის დედის ან მამის დედა და .." - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner