logo_geo
eng_logo
ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში ამბოხებულმა პატიმრებმა სამ პატიმარს თავი მოაჭრეს
- +

15 იანვარი. 2017. 13:43



ბრაზილიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე მესამე მასშტაბური ამბოხება მოხდა.


პატიმრებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ნატალში მდებარე „ალკაკუზის" ციხეზე კონტროლი დაამყარეს. ამბოხებულებმა, სულ მცირე, სამ პატიმარს თავი მოაჭრეს.


გარდაცვლილი ბევრია, მაგრამ ამჟამად ციხეში მოხვედრას ვერ ვახერხებთ", - განმარტა რიუ-გრანდი-დუ-ნორტის შტატის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელმა მაიორმა ველინგტონ კამილომ.


სამართალდამცველთა მხრიდან მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებული არ არის. ამბოხების შედეგად გაქცევა ვერც ერთმა პატიმარმა ვერ მოახერხა.


ამ დროისთვის ციხესთან პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი და მოვლენების განვითარებას ელიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner