logo_geo
eng_logo
18 აინვარს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა
- +

15 იანვარი. 2017. 14:04



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ 18 აინვარს დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევის დღეა.


ეს წელიწადში ორჯერ ხდება. ნათლისღების წინა დღეს, ოთხშაბათს იქნება წირვა, ხოლო წირვის შემდეგ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა. ოთხშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა. ხოლო ხუთშაბათს არის ნათლისღების დღესასწაული და მეორე დიდი კურთხევა აიაზმისა", - ბრძანა უწმინდესმა.


უწმინდესმა მრევლს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და მაღალ სასულიერო ხარისხში აიყვანა.


პატრიარქმა ასევე დალოცა წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი, რომელიც ილია მეორის კურთხევით 2010 წელს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში დაარსდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner