logo_geo
eng_logo
მდინარე განგზე სამგზავრო ნავის გადაბრუნების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა
- +

15 იანვარი. 2017. 14:15



ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიჰარის შტატში ქალქ პატნას სიახლოვეს მდინარე განგზე სამგზავრო ნავის გადაბრუნების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.


სამართალდამცველების თქმით, 13 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი გახდა.

ნავს მოსავლის ინდური დღესასწაულის, მაკარა-სანკრანტის მონაწილეები მდინარეზე გადაჰყავდა. უკვალოდ გაუჩინარებულთა ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა მგზავრთა ზუსტი რაოდენობის დასახელება არავის შეუძლია.


არსებული ცნობის მიხედვით, ნავზე, სულ მცირე, 40 ადამიანი იმყოფებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner