ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ჩეჩნეთში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული დაჯგუფება ნეიტრალიზებულია.
კადიროვმა „ინსტაგრამ"-ზე ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელზეც, სავარაუდოდ, დაჯგუფების უკანასკნელი წევრის დაკავებაა ასახული.
ვიდეომასალაზე ჩანს, რომ კადიროვი, რომელიც ექსტრემისტს ჩეჩნურად ესაუბრება, ამტკიცებს, რომ დაკავებული საშიში დამნაშავე იმრან დაცაევია. კადიროვის ინფორმაციით, 11 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაცაევმა გაქცევა მოახერხა. ამჯერად მისი დაკავება გროზნოში გახდა შესაძლებელი.
„ამ დროისთვის მთლიანი დაჯგუფება ნეიტრალიზებულია. პოლიციის განყოფილებაში 50-ზე მეტი ექსტრემისტია გადაყვანილი", - განაცხადა რამზან კადიროვმა.