logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება
- +

25 მარტი. 2016. 14:57


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე საქართველოს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან „ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, არ გამორიცხავს. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.


„ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკებები იქნება. ჯერჯერობით არ ადასტურებს არავინ, რომ ამწუთას მოლაპარაკება მიმდინარეობს. მაგრამ, ვფიქრობ და ვისურვებდი, რომ მომავალში იყოს მოლაპარაკება. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო, კარგი და სასარგებლო იქნებოდა, თუ ბატონი ირაკლი დაბრუნდება აქტიურად პოლიტიკაში. ის ახლაც ჩვენთან არის, არსად წასულა. მაგრამ, თუ აქტიურად შემოვა ისევ ჩვენთან პოლიტიკაში,  იქნება ძალიან კარგი და სასარგებლო როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისათვის", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner