ინდოეთში, მდინარე განგზე, 14 იანვარს სამგზავრო გემის გადაბრუნების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. მაშველებმა 13 ადამიანის გადარჩენა მოხერხეს.
სავარაუდოდ, გემზე 40 ადამიანი იმყოფებოდა.
გემს მდინარეზე ინდუისტური დღესასწაულის, მაკარა-სანკრანტის მოსავლის მონაწილეები გადაჰყავდა.