გორში ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, გურამ გოგიჩაიშვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს. მას რამდენიმე ტყვია მუცელშიც აქვს მოხვედრილი.
გურამ გოგიჩაიშვილს ნინო ბურჯანაძის პარტიის გორის ოფისის ეზოში ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის პარტიის ერთ-ერთ წევრთან, ნუკრი ჯალაბაძესთან სტუმრად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით მას უცნობი პირი თავს დაესხა, გოგიჩაიშვილი ეზოში გაიქცა, სადაც ის მოკლეს.
როგორც ცნობილია მომხდარს მხოლოდ ბურჯანაძის პარტიის წევრი, ნუკრი ჯალაბაძე შეესწრო, რომელიც ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. მასთან ერთად დაკითხვაზეა კიდევ 3 პირი, რომლებიც მიმდებარე ტარიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობას ვერავინ ვერ ასახელებს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.