logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ფილმში არის საინტერესო ინტერვიუ ზურაბ ჟვანიასთან
- +

15 იანვარი. 2017. 19:44




ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ისტორიულ ფილმს და სტატუსს აქვეყნებს, რომელიც სკოლებში განათლების სისტემას შეეხება.

 

„37 წლის წინანდელი და დღესაც უცვლელი სასკოლო პრობლემები...

 

ისტორიული ფილმი „70 შეკითხვა", რომელიც 1980 წელს გადაიღო ახალგაზრდა, ნიჭიერმა რეჟისორმა ომარ გვასალიამ. ფილმი ეძღვნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პრობლემებს მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში.

 

ფილმის გმირები თბილისის მაშინდელი კ.დ. უშინსკის სახელობის პირველი რესპუბლიკური ექსპერიმეტული საშუალო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებია.

 

ფილმში მონაწილეობენ მასწავლებლებლები: ეთერ მონიავა, რუსუდან გირკელიძე, ელენე სურგულაძე, ლეილა დოლიძე, ცისანა მაღალაშვილი, ნათელა მუმლაძე, ნუგზარ ანელი, სკოლის დირექტორი ნორა ტარიელაშვილი, ნუნუ საამიშვილი და სერგო ვარდოსანიძე...

 

დიდი მადლობა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივო ფონდს უნიკალური საარქივო მასალის მოწოდებისათვის. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა თვაურს.

 

P.S. ფილმში არის საინტერესო ინტერვიუ მერვე კლასის მოსწავლესთან და ზურაბ ჟვანიასთან", -წერს ვარდოსანიძე

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner