საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო მშვიდობისთვის" დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ემზარ კვიციანს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს, 2016 წლის 25 მარტს, ჩემს ფრონტელ მეგობარს, ჩემს დაძმობილებულსა და ძმადნაფიცს, ჩემი ქვეყნის ჯარისკაცს, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მართალ კაცსა და პატრიოტს, ემზარ კვიციანს 55 წელი შეუსრულდა. ვულოცავ. ვუსურვებ, ცხოვრების ის ნაწილი, რისი გავლაც დღეიდან სიჭარმაგეში მოუწევს, ისეთივე სავსე იყოს, როგორც წინა, ისეთივე იღბლიანი და ისევე ფარავდეს ანგელოზი უკეთურთაგან, როგორც აქამდე დაიფარა. ხანგრძლივად ყოფილიყავი, მუხბე, შვილების სიმრავლე გენახოს და ისეთ საქართველოსაც მოსწრებოდე, რისთვისაც ერთად ვიბრძოდით, სანამ ილუზიები მსხვრევას დაიწებდა..." - წერს დავით თევზაძე „facebook"-გვერდზე.