ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„როდესაც „გირჩისთავებმა" პირველი განცხადება გააკეთეს, თქვეს: „ნაცმოძრაობიდან" იმიტომ წამოვედით, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა შევებრძოლოთ განახლებული ენერგიითო და დაიწყეს მარიხუანას დათესვა.
ახლა ვირისთავები გამოდიან, მიშას ლანძღავენ და თან იძახიან, ჩვენი მიზანია ბიძინა ივანიშვილის განადგურებაო. გაზაფხული მოდის, ბიჭებო, დათესეთ კარტოფილი, მაგაზე კარგ საქმეს თქვენ ვეღარ გააკეთებთ!", - წერს ზედელაშვილი.