logo_geo
eng_logo
გიგა ბოკერია: სააკაშვილის ბინძური კამპანიის გამო ნიკა მელია ღიად წუხდა და განიცდიდა...
- +

15 იანვარი. 2017. 21:46


 

 

„სააკაშვილმა ისეთი ბინძური კამპანია დაიწყო, რომ პარტია გახლეჩვამდე მიიყვანა", -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ნიკა მელია ადრე აღნიშნული კამპანიის გამო ძალიან წუხდა, თუმცა ახლა მასში თავადაა მელია ჩართული.  


„პარტიის გახლეჩვა მოხდა სწორედი იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ახალმა გარემოცვამ ბრალდებები წამოიწყეს. ბინძური ცილისწამება, გარიგებაზე საუბარი დაიწყო პარლამენტში შესვლის საკითხთან ერთად. ამ ბინძური კამპანიის გამო ნიკა მელია ღიად წუხდა და განიცდიდა", - განაცახად ბოკერიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner