კომპანია „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია „facebook"-გვერდზე ციხისძირიდან ასწლოვანი ხის გადარგვასთან დაკავშირებულ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„თუ უნდა, აი, ესეც უქნია! ნაცებმა ხალხი ჟუჟეს ქუჩებში და კაცები ჟიმეს ციხეებში - ჩუმად იყო ფეისბუქი, ერთეულების გარდა... რას აწიკვინდა საქართველო ამ ერთ ხეზე, ბიჯო... მერაბიშვილის „სასტავი" რომ ტყეებს ჩეხავდა, მაგაზე წერეთ, იმ მედოლე გარემოს „მინისტრმა" იცის კარგად, უნებართვოდ რამდენი ჰექტარი გაიჩეხა, დაიჭრა და გაიყიდა ბაზრობაზე... სააკაშვილს რომ ეს გაეკეთებინა ( ბიუჯეტის ფულით), ტაშ-ფანდურით შეხვდებოდით და „ჩემი გმირი ხარო" იმღერებდით, ქართველებო, რა იყო, ეს ერთი ხე ასეთი რა გაგეჩხირათ ყელში?.." - წერს ირაკლი ჟვანია.