logo_geo
eng_logo
ნიკა მელია: ბოკერიას ჯგუფმა ამომრჩეველი მოატყუა!
- +

15 იანვარი. 2017. 22:01


 

 

„დარწმუნებული ვარ გიგი უგულავა ნანობს, რომ თანაგუნდელებს ჯართი უწოდა. ბუნებრივია, როცა პოლიტიკაში მოვედი, გიგი უგულავა გავიცანი და მისგან მივიღე წინადადება. მაგრამ მას არ გაუმყარებია ჩემი პოზიციები პარტიაში", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მელია აღნიშნავს, ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფმა ამომრჩეველი მოატყუეს.


„დარწმუნებული ვარ გიგი უგულავა ნანობს, რომ თანაგუნდელებს ჯართი უწოდა. ბუნებრივია, როცა პოლიტიკაში მოვედი, გიგი უგულავა გავიცანი და მისგან მივიღე წინადადება. მაგრამ მას არ გაუმყარებია ჩემი პოზიციები პარტიაში. თუნდაც ასე იყოს, არ ნიშნავს, რომ მის სიბნელეში გადადგმულ ნაბიჯებს უნდა გავყვე. მე უგულავს კი არა, ღალატს, ორპირობას და ამომრჩევლის ღალატს ვუპირისპირდები. ეს არის ჯგუფი, რომელმაც ამომრჩეველი მოატყუა- ბოკერიას ჯგუფს ვგულისხმობ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ეთქვა ბოკერიას, რომ სხვა პარტიით აპირებდნენ პარლამენტში ყოფნას და ნახავდნენ რამდენი პროცენტი ექნებოდათ", - განაცხადა მელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner