logo_geo
eng_logo
90 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლე სკოლაში თუ არ გამოცხადდება სტატუსი შეუჩერდება
- +

15 იანვარი. 2017. 22:44


 


პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას სკოლა განსაზღვრავს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.


ბრძანების თანახმად, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რეგისტრაცია ელექტრონულად განხორციელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ 1 საჯარო სკოლაში.


დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება იმ შემთხვევაში, თუ:

 

მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;

 

მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა წერილობით მიმართა სკოლას;

 

სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლებ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე თუ ვერ დაძლია, არ ექნება კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს სასქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

 

არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.

 

მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.

 

მოსწავლეს მოსწავლის სტატუსი აღუდგება იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა.

 

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner