logo_geo
eng_logo
Facebook-მა გერმანულ სეგმენტში „ფეიკებს“ ომი გამოუცხადა
- +

15 იანვარი. 2017. 23:55


 

 

Facebook-ის მენეჯერები გერმანულ საგამოძიებო ცენტრთან Correctiv ითანამშრომლებს, გერმანიაში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ყალბი შინაარსის ინფორმაციის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით.


გერმანელი პერტნიორები Facebook-ისგან მოითხოვენ იმ შეტყობინებების შემოწმებას, რომლებსაც მომხმარებლები არასანდოდ მიიჩნევენ. ასეთის დადასტურების შემთხვევაში, პოსტს საეჭვო ინფორმაციის სპეციალური ნიშანი მიეთითება. 


ამასთან, შეტყობინებაზე დადებული სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანი, შეძლებისდაგვარად, ინფორმაციის სანდო წყაროზე გადაიყვანს მომხმარებელს. გარდა ამისა, სპეციალისტებს „ფეიკების მონეტიზირების" ბლოკირებაც მოუწევთ.


„შესაძლოა, ჩვენ არასანდო პუბლიკაციებს ვიზუალური შეზღუდვებიც დავუწესოთ", - განაცხადა facebook-ის წარმომადგენელმა გიდო ბიულოვმა.


მანამდე გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელებში ცრუ ინფორმაციასთან საბრძოლველად „დეზინფორმაციისაგან დაცვის ცენტრის" შექმნის ინიციატივა წამოაყენა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner