logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: მორალს გვიკითხავს ის ხალხი, რომელიც საზოგადოებაში ცხვირის გამოყოფას ვერ უნდა ბედავდეს!
- +

15 იანვარი. 2017. 23:57




ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას აფასებს და თვლის, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამო ის და კიდევ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ, თუმცა მისი თქმით, ამის ნაცვლად საზოგადოებას მორალს უკითხავენ და ჭკუას არიგებენ.

 

„ნიკა გვარამიას საკადრისი სასჯელი რომ მიეღო, რაც მან ჩაიდინა, როდესაც პროკურორის მოადგილე იყო და ხელს აწერდა მშვიდობიანი მიტინგების დარბევას, „იმედში" შევარდნას და ის ამაზრზენი გადაცემა მიჰყავდა „ნოემბრიდან ნოემბრამდე".

 

რაში აგებენ პასუხს? რესტორნებში დადიან, ქეიფობენ,  აქეთ ჭკუას გვასწავლიან  და მორალს გვიკითხავს ის ხალხი, რომელიც საზოგადოებაში ცხვირის გამოყოფას ვერ უნდა ბედავდეს", - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner