მმართველი გუნდი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ემიჯნება - როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, საჯარო სამსახურში ყოფნა-არყოფნას მაკომპრომეტირებელი მასალების არსებობა არ უნდა წყვეტდეს:
„ტერორისტს არ უნდა ჩაუვარდეს ასეთი ფირი ხელში და მან არ უნდა დაიწყოს საზოგადოების დაშანტაჟება. მე გულწრფელად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მაზიარებელი, ქრისტიანი ვარ, მაინც ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი და თუ ამ პრინციპით ვიმსჯელებთ, მაშინ მე არ უნდა ვიყო საჯარო სამსახურში", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
იხილეთ თამაზ მეჭიაურის განცხადება:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=3407