logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: მაზიარებელი, ქრისტიანი ვარ, მაგრამ ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი...
- +

25 მარტი. 2016. 15:16


მმართველი გუნდი თამაზ მეჭიაურის განცხადებას ემიჯნება - როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, საჯარო სამსახურში ყოფნა-არყოფნას მაკომპრომეტირებელი მასალების არსებობა არ უნდა წყვეტდეს:


„ტერორისტს არ უნდა ჩაუვარდეს ასეთი ფირი ხელში და მან არ უნდა დაიწყოს საზოგადოების დაშანტაჟება. მე გულწრფელად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მაზიარებელი, ქრისტიანი ვარ, მაინც ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი და თუ ამ პრინციპით ვიმსჯელებთ, მაშინ მე არ უნდა ვიყო საჯარო სამსახურში", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.



იხილეთ თამაზ მეჭიაურის განცხადება:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=3407


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner