logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: NATO მოძველდა
- +

16 იანვარი. 2017. 11:57



აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ NATO-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა.


უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ NATO- პრობლემები აქვს. NATO მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ

აშშ იძულებულია დაიცვას ეს ქვეყნები. ეს უსამართლოა აშშ-სთან მიმართებაში", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


ტრამპის თქმით, NATO-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ.


დიდი ბრიტანეთი იხდის. სულ ხუთი ქვეყანაა, რომელიც იხდის იმას, რაც გადასახდელი აქვთ. ეს ცოტაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, NATO ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner