logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: გადასასვლელი ვართ იმ პერიოდში, როდესაც გუგული მასწავლებელი არა კონკურენტი, არამედ მეგობარი იქნება
- +

16 იანვარი. 2017. 12:24



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცახადა, რომ განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა.


განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები მოგვიწია, მაგალითად, ინტერნეტის გამოჩენით. ინტერნეტის ხანაში სკოლა და ინტერნეტამდე სკოლა აბსოლუტურად განსხვავებულია. ინტერნეტამდე სკოლაში ბავშვი ვერ გადაამოწმებს ინფორმაციას, ანუ რასაც ნათელა მასწავლებელი ეტყვის, ისაა ჭეშმარიტება. ინტერნეტის ეპოქის სკოლაში გუგული მასწავლებელი, ანუ გუგლი, ფიგურირებს, რომელიც ნათელა მასწავლებლის კონკურენტია. ჩვენ ვართ გადასასვლელი იმ პერიოდში, როდესაც გუგული მასწავლებელი არა კონკურენტი, არამედ მეგობარი, თანამშრომელი და კოლეგა იქნება. ჩვენი მასწავლებლების უმეტესობა ინტერნეტემიგრანტია, ანუ ცხოვრობდა უინტერნეტობაში და გადავიდა ინტერნეტის ეპოქაში. ეს მარტივი არ არის. მოგვიწევს მთელი სასწავლო სისტემა ინტერნეტიანობაზე გადავაწყოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner