logo_geo
eng_logo
მკვლელობა ისანში - 62 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
- +

16 იანვარი. 2017. 12:38



თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, 62 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.ი ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1955 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.ი. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner